საქართველო line ქართული ისტორიული არქივი

ნაბერაული

რაჭა-ლეჩხუმის მარანი

ნაბერაული
Photo: Naberauli Wines

„ნაბერაული ვაინსის“ ისტორია 2018 წლიდან იწყება და მიზნად ისახავს რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და უნიკალური ღვინის მწარმოებელი რეგიონის, დამკვიდრებას მსოფლიო ღვინის რუკაზე.

კომპანიის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა და ლაბორატორია მდებარეობს რაჭის სოფელ სადმელში, ტერიტორიაზე, სადაც ომის დროს მთაში გახიზნული ვაზიდან ბერები ამზადებდნენ ღვინოს და სადაც დღემდე შემორჩენილია ისტორიული მარნების ნაშთები.

თითქოს წინაპრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სწორედ ღვინო იქნებოდა ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც მომავალში საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგებოდა. ღვინოს ამ ისტორიის პატივსაცემად დაერქვა „ნაბერაული“, ეტიკეტებიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ყვება.

„ნაბერაული“ აწარმოებს ღვინოებს რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისაგან, მათ შორის: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკოური, უსახელოური და რაჭული მწვანე.

მეღვინეობის ფილოსოფია რეგიონის ავთენტურ ხასიათს გადმოსცემს, მისი უნიკალური ტერუარული კომპონენტებით, მთიანი ლანდშაფტიდან და მრავალფეროვანი ნიადაგებიდან ზომიერ კლიმატამდე. ღვინოები მზადდება როგორც კლასიკური, ისე დაბალი ინტერვენციის ქართული ტრადიციული მეთოდებით, ქვევრის გამოყენებით. მიწის უირიგაციო დამუშავებით გაშენებული ვენახებით, ნაკლები ჩარევითა და ბუნებაზე რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედებით მეღვინეობა უნიკალურ პროდუქტებს ქმნის.

აპლიკაციაში გახსნა →

← ჭოტიაშვილების საოჯახო ვენახები · ჭაჭა →

განყოფილების ყველა ჩანაწერი

ენები: RUENDE