საქართველო line ქართული ისტორიული არქივი

ხარდანი

ხარდანი

ახარდანი (საქართველოში უფრო ცნობილია როგორც ხარდანი, გვხვდება სახელით სამჩაჩაც) ძველი ქართული ჯიშია შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ჯგუფიდან. მარცვლები მუქი ლურჯია, მოვერცხლისფრო ცვილისებრი ფიფქითა და თხელი კანით, რომელიც ადვილად სცილდება წვნიან რბილობს; წვენი უფერულია, გემო სუფთა და სასიამოვნო. მტევანი საშუალო, კონუსური, მკვრივია; მწიფდება ოქტომბრის დასაწყისში.

ბუჩქები ძლიერ ზრდისაა, მოსავალი საშუალო, სოკოვანი დაავადებებისადმი მედეგობა ზომიერი. შაქრიანობა დაახლოებით 19–20%, მჟავიანობა მაღალი, ამიტომ ახარდანისგან იღებენ სუფთა, მსუბუქ სუფრის ღვინოებს. დღეს ეს იშვიათი აბორიგენული ჯიშია, შემორჩენილი ძირითადად საოჯახო ვენახებსა და ამპელოგრაფიულ კოლექციებში.

აპლიკაციაში გახსნა →

← ბუდეშური წითელი · კლდის თეთრა →

განყოფილების ყველა ჩანაწერი

ენები: RUENDE