ნატურალური ღვინო ქვევრში, სამი მეგობარი

მეურნეობა 2014 წელს დააარსა სამმა მეგობარმა, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაიცნეს. მარანს მერაბ მირცხულავა უძღვება, კერამიკასა და ქვევრებზე სოსოა პასუხისმგებელი, ფინანსებზე კი ავთო; მათივეა თბილისური ნატურალური ღვინის ბარი „ბაზა“.
მარანი თბილისის ორხევშია, ზუსტ მისამართს მეურნეობა არ აქვეყნებს, ამიტომ ვიზიტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს. ვენახები სამ განსხვავებულ კლიმატშია გაფანტული: ცხელი აღმოსავლეთ კახეთი ვაზისუბანში, შიდა ქართლი ოკამთან და ბოლნისი სამხრეთით. კახური ნაკვეთი, ერთნახევარი ჰექტარი, ორგანულადაა სერტიფიცირებული, იქ ხარობს რქაწითელი, საფერავი და იშვიათი ბუერა.
ღვინოს ქვევრში აყენებენ, ფილტრაციისა და ქიმიის გარეშე, მცირე პარტიებად და ხშირად ასამბლაჟებად. ქართლური ჯიშებიდან იყენებენ ჩინურს, თავკვერს, შავკაპიტოს და გორულ მწვანეს.