სად ვახშმობენ ლენტეხში
ლენტეხი ქვემო სვანეთის ცენტრია, მშვიდი დაბა ცხენისწყალზე, სადაც ლეჩხუმიდან მთებში მიმავალი გზა გადის. კაფე «სადარი» სტალინის ქუჩაზე დგას და აქაურ სასტუმრო სახლებში სწორედ მას ურჩევენ სავახშმოდ.
სამზარეულო ქართულია, ლეჩხუმური და სვანური: ლობიანი, ყველი, ნახშირზე შემწვარი ხორცი. დაბაში ბევრი ადგილი არაა, ამიტომ საღამოს აქ ერთად იკრიბებიან ადგილობრივები და გამვლელები.