ნატურალური ღვინის ბარი და მაღაზია სტამბაში

ნატურალური ღვინის ბარი ყოფილი სტამბის შენობაში, სადაც დღეს სასტუმრო «სტამბაა». დააარსა თემურ უგულავამ; ქართული ნატურალურის გარდა აქ ჩამოტანილსაც ასხამენ, რაც ქალაქში იშვიათობაა.
მუშაობს მაღაზიადაც: მოწონებული ბოთლი თან წასაღებადაც შეიძლება. ღიაა დღის სამიდან ღამის თერთმეტამდე.