საოჯახო მარანი სუფსის ნაპირზე

გელა ცინცაძის მარანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურშია. ვენახები მისმა წინაპრებმა სუფსის ნაპირებზე გააშენეს და ოჯახი დღემდე ამ საქმეს მისდევს.
ძველი ვენახი ძირითადად ცოლიკოურითა და ალადასტურითაა დაკავებული. ახალშენში გურული ენდემები დარგეს: საკმიელა, თეთრი კამური, ოცხანური საფერე, ბადაგი, ჭუმუტა, ჩხავერი.
მარანი პატარაა, ოთხ-ხუთ ტონა ყურძენზეა გათვლილი, საკუთარი ჩამოსხმის ხაზით.