მწვანემარცვლიანი ჯიში

დონდღლაბი (დონდღლაბი მწვანე) შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ჯგუფის ქართული ჯიშია, საშუალო ზომის მწვანე მარცვლებით, წვნიანი რბილობითა და საკმაოდ უხეში კანით. მტევანი საშუალო, კონუსური, საშუალო სიმკვრივისაა; მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში.
ბუჩქები საშუალო ზრდისაა, მოსავალი საკმაოდ მაღალი, თუმცა სოკოვანი დაავადებებისადმი მედეგობა სუსტი. შაქრიანობა დაახლოებით 19–20%, მჟავიანობა 6–7 გ/ლ; დონდღლაბისგან აყენებენ ორდინარულ სუფრის ღვინოებს.