საქართველო line ქართული ისტორიული არქივი

დადიანების სასახლე

სამეგრელოს მთავრების რეზიდენცია

დადიანების სასახლე
Paata Vardanashvili from Tbilisi, Georgia · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

ზუგდიდის სასახლეთა კომპლექსი დადიანების რეზიდენციაა — მათ სამეგრელო ცალკე სამთავროდ მართეს. იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი XVII საუკუნეში წერდა, რომ მთავარს ორმოცდაათზე მეტი სასახლე ჰქონდა და ზუგდიდისა ყველაზე ლამაზი იყო. ახლანდელი შენობა 1873–1878 წლებში აშენდა დედოფალ ეკატერინე დადიანისთვის, არქიტექტორი ედგარ რაისი ალუპკის ვორონცოვის სასახლეს უყურებდა; მეორე სასახლე 1880-იან წლებში მისი ვაჟისთვის აიგო.

კოლექციის მთავარი მოულოდნელობა ნაპოლეონის სამი სიკვდილის ნიღბიდან ერთ-ერთია. იგი ოჯახის გზით მოხვდა აქ: ეკატერინეს ასული სალომე დადიანი 1868 წელს პარიზში ცოლად გაჰყვა პრინც აშილ მიურატს, ნაპოლეონის მარშლის შვილიშვილს, და მან ბონაპარტისტული რელიქვიები სამეგრელოში ჩამოიტანა.

ნიღბისა და საოჯახო ნივთების გარდა აქ საეკლესიო სიძველეები, იარაღი, ავეჯი და პორტრეტებია, სასახლის ირგვლივ კი ბოტანიკური ბაღია, იმავე მეპატრონეების დროს გაშენებული.

აპლიკაციაში გახსნა →

ხელოვნების სასახლე →

განყოფილების ყველა ჩანაწერი

ენები: RUENDE